თბილისში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები