„საქართველოში ახალი ბიზნესების დასაწყებად დაბალპროცენტიანი სესხები მიმზიდველია “

1, 2 და 3%-იანი სესხები საკმაოდ მიმზიდველია იმისთვის, რომ საქართველოში ახალი ბიზნესები დაიწყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში პროცენტის სუბსიდირების შემდეგ, რომელიც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და პრემიერის დავალებით ანალოგიური პროექტის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.
“მე ვფიქრობ, რომ 1, 2 და 3%-იანი სესხი, რაზეც  ვიცე-პრემიერის გამოსვლაში იყო საუბარი, საკმაოდ მიმზიდველია იმისათვის, რათა ახალი ბიზნესები დაიწყოს საქართველოში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში”,  პროექტ “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები