ცესკო-ში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ორი საარჩევნო უბანი – მაზარი შარიფისა და ბაგრამის უბნები იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურა აღნიშნულ უბნებზე 25 ოქტომბერს გაიმართა.
ცესკო განმარტავს, რომ ავღანეთში, ორივე სამხედრო ბაზაზე, სულ რეგისტრირებული იყო 875 ამომრჩეველი. რამდენმა მათგანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ამის შესახებ ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები