კახა კალაძე: საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში

“რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძემ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
“წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით, ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მიმდინარეობს დათვლის პროცედურები. 20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, უკვე რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 52.3%, მეორე ადგილზე – გრიგოლ ვაშაძე 28.1%.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, კომპანია “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები