ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ გამარჯვებას, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, განაცხადა, რომ მათი ვარაუდი გამართლდა.
მისივე თქმით, დაგეგმილია ექსცესები, მაგრამ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია.
“გილოცავთ გამარჯვებას. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ იქნებოდა 53-54%. ეს ეგზიტპოლია, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს. მგონია, რომ საბოლოო შედეგით, ამ მონაცემებთან ახლოს ვიქნებით.
ექსცესებს გეგმავენ, მაგრამ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები