„ქართული ოცნება” თავისივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება  – დემოკრატიული საქართველო“, თავისივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მეთოდოლოგიის  შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

“ეგზიტპოლი არის საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვა არჩევნების დღეს, რაც მიზნად ისახავს არჩევნევის შედეგების წინასწარ შეფასებას და მოსახლეობის ელექტორალური მოტივაციების გაზომვას.

ოფიციალური სტრუქტურის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის) მიერ დაფიქსირებულ არჩენების საბოლოო შედეგებთან ეგზიტპოლის საპროგნოზო შედეგების მაქ­სი­მა­ლური მიახლოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამერიკელი სოციოლოგის, ტელეკომპანია CBS-ის არჩევნებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის დირექტორის, უორენ მიტოფსკის მიერ  სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიით აშშ-ში პირველი კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1972 წელს ჩატარდა. ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდიკა გულისხმობს შემდეგს:

1)      შერჩევის ორეტაპიანი დაკომპლექტება; პირველ ეტაპზე შერჩევის ერთეულია საარჩევნო უბანი, ხოლო მეორე ეტაპზე – ამომრჩეველი.

2)      საარჩევნო უბნების შერჩევაც, თავის მხრივ, ორეტაპიანი პროცედურაა. პირველ ეტაპზე ხორციელდება საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია არჩევნების თავისებურებათა ამსახველი ერთი ან რანდენიმე ნიშნის მიხედვით. ამ ნიშნების არჩევა ეფუძნება წინა წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგების ამსახველ სტატისტიკურ მასალას, აგრეთვე, კომპანიის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებს. მეორე ეტაპზე შერჩევის დაკომპლექტება ეფუძნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპს.

3)      საარჩევნო უბნის გამოსასვლელთან რესპონდენტთა შერჩევის ბიჯის გაანგარიშება. ბიჯი გა­ნი­საზღვრება, როგორც საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შეფარდება ამ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვთან.

4)      მონაცემების ოპერატიული გადაცემა მონაცემთა დამუშავების ცენტრისათვის.

საარჩევნო უბნების სტრატიფიკაცია აგრეთვე ეფუძნება შიდაკლასტერულ კოეფიციენტს (ICC), რომელიც გამოიყენება ეგრეთ წოდებული „დიზაინის ეფექტის“ (DEFF) გამოსათვლელად. DEFF არის როგორც ICC-ის, ისე თითოეულ საარჩევნო უბანში ინტერვიუთა რაოდენობის  (m) ფუნქცია:

„ქართული ოცნება  – დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ეგზიტპოლი ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 100 საარჩევნო უბანში.

რაც შეეხება თითოეულ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვს და ბიჯს (ვთქვათ,საარჩევნო უბ­ნი­დან გამოსული ყოველი მე-5, ყოველი მე-6 და ა.შ), გათვალისწინებულ იქ­ნა შემდეგი სტა­ტის­ტიკური მონაცემები:

1) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების თა­ნახ­მად, საარჩევნო უბან­ზე ნამდვილი ბიულეტენის საშუალო მაჩვენებელმა 440 შეადგინა;

2) ბოლო წლე­ბის ეგზიტპოლების შე­დეგების თანახმად, არჩევნების დღეს ინტერვიუზე საშუალოდ საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომ­რჩეველთა 60% თანხმდება. შესაბამისად:

ამრიგად, შეირჩა „5“-ის ტოლი ბიჯი.  ამ ბიჯისათვის სანდოობის ინტერვალი 2,6%-ს შეადგენს. წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა, 7:00 საათისთვის გამოკითხულ 5124 ამომრჩეველთა მოსაზრებებს.

ეგზიტპოლი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპროექტმა“;

ეგზიტპოლი 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა.

დასმული კითხვები:

გთხოვთ მითხრათ, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესპონდენტის სქესი:(ვიზუალური შეფასება)

ქალი;

კაცი

 

რესპონდენტის ასაკი: (ვიზუალური შეფასება)

18-34 წლის;

35-54 წლის:

55 და მეტი წლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები