ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხმის დათვლის პროცესზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ უბნებზე პროვოკაციებს გეგმავს.
როგორც მან აღნიშნა, შსს-მ და საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნულ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
“განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხმის დათვლის პროცესზე. გვაქვს ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები. ასევე, პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და შსს-ს, ამ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები