დავით შერაზადიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირა.
“ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატს, რომელიც მთელი ქვეყნის გამაერთიანებელი იქნება და კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრული როლის პირნათლად შესრულებას შეძლებს.
ნამდვილად ისტორიული პროცესის მონაწილენი ვართ, ვინაიდან, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პირდაპირი წესით, ბოლოჯერ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახალი პრეზიდენტი იქნება დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, იგი იქნება ხალხის ხმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ხმა ქალაქ ბოლნისის N3 საარჩევნო უბანზე მისცა.