მეწარმეებს 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ

ახალი საწარმოების შექმნის მსურველ მეწარმეებს 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა “აწარმოე საქართველოში” მეწარმეებს სხვადასხვა კუთხით დახმარებას გაუწევს, მათ შორის ფინანსურს. სახელმწიფო მათ ასევე კონსულტაციებით დახმარება.
“იმ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები როგორც აგრო, ისე სამრეწველო მიმართულებით და სურთ გაჩერებული საწარმოების ამუშავება, ექნებათ საშუალება მიიღონ დახმარება სახელმწიფოსგან, მიიღონ სესხები 2 მილიონ დოლარამდე, ასევე, გაიარონ კონსულტაციები, განახორციელონ ინვესტიცია და აწარმოონ ქართული პროდუქცია”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში”, პროექტ “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები