შსს-მ მარნეულში, კომისიის წევრის ცემის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრის ცემის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავა.
შსს-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ადგილზე მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ფ.კ.-სა და პარტია „ქართული ოცნების“ წევრ ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციის არაერთ მოთხოვნას, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი,  ისინი არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები