ზაზა სარალიძე თავისუფალია

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა, თუმცა იგი სასამართლო პროცესამდე თავისუფალია.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ედება.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, პროკურატურა სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.
ზაზა სარალიძეს ბრალი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში წარედგინა, სადაც იგი რამდენიმე დღეა მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე პოლიციისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
მან ერთ-ერთ პოლიციელს რკინის ჯოხი დაარტყა. მოგვიანებით, ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე საავადმყოფოში მკურნალობს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ექიმების ინფორმაციით, თავის ტვინის შერყევა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები