შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ, მაზეგ, საუკუნის შემდეგ – ეს ყველაფერი წყდება დღეს. ხალხის მხარდაჭერა, არსებული რეალობიდან, გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც მჭირდება გამარჯვებისთვის, მაქვს, ეს არის ფაქტი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.