დავით სუჯაშვილი “რუსთავი 2”- ის სიუჟეტს ეხმაურება: მზად ვარ, გავასაჯაროო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების გამჭვირვალობას

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი სახლის მშენებლობას ეხებოდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება. სუჯაშვილი აცხადებს, რომ მზადაა, გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების, თითოეული თეთრის, გამჭვირვალობას თუ წარმომავლობას.
“მსურს, გამოვეხმაურო ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი სახლის მშენებლობას ეხებოდა. მზად ვარ, გავასაჯაროო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების, თითოეული თეთრის, გამჭვირვალობას თუ წარმომავლობას. მეტიც, ეს სწორედ ჩემს ინტერესშია, გათვითცნობიერებული მაქვს რა საზოგადოების წინაშე ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ანგარიშვალდებულება”, -ნათქვამია დავით სუჯაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები