გიორგი მარგველაშვილი: მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი

“მე ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მთაწმინდის მეექვსე საარჩევნო უბანთან განუცხადა.
“მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საუკუნეებს ისტორია აქვს, აგრეთვე, საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს – ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები