თინა ბოკუჩავა გიგა ბოკერიას პასუხობს
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა “ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას პასუხობს:
„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს – ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა – ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს.
ამის შემდეგ, მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას, იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა – გიგა ბოკერიამ კონკურენტ პარტიას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართა.