„ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველომ სულ უფრო მეტად გაიმყაროს სტაბილური და უსაფრთხო გარემო, რადგან ჩვენ ვართ განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული ქვეყანა”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამოცანები და დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე მიმდინარე რეფორმები განიხილა. სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ევროკავშირსა და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკასა და ეკონომიკური გაძლიერების ასპექტებზე. ასევე, პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობებზე და ტურიზმზე.
„ჩვენ გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირთან გვაახლოებს პოლიტიკურად, ფიზიკურად და სიმბოლურად, ეს არის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა. ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის უსაფრთოხებას და განვითარებას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების მიერ დასმული კითხვები საქართველოს საგარეო კურსს, შიდა რეფორმებს, ოკუპირებული ტერიტორიებს და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.
„ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, წევრობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ეს ეხება ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, საზოგადოებას, სოციალურ საკითხებს და ეკონომიკას. ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველომ სულ უფრო მეტად გაიმყაროს სტაბილური და უსაფრთხო გარემო, რადგან ჩვენ ვართ განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული ქვეყანა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები