ბიძინა ივანიშვილი: ყველა ხელისუფალი დამღუპველია, თუ მას ოპონენტი არ ჰყავს

პარტია „ართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულ მედიასთან ერთად, ოპოზიციის არსებობაც აუცილებელია.
„ყველა ხელისუფალი არის დამღუპველი, თუ მას ოპონენტი არ ჰყავს სწორი, აი სააკაშვილმა მოახერხა, მოსპო მთელი ოპოზიცია და ანგრევდა კიდევ მთელს ქვეყანას, კარგი მაგალითია სხვაგან რომ არ წავიდეთ, ოპონენტის არ მქონე საკუთარი თავის მტერია, ამ მხრივ ქართულ ოცნებას მცდელობაც არ ჰქონია ოპონენტებთან, სხვა ხერხებით…. ეს იდეაა ჟურნალისტიკაზე, ჟურნალისტებმა და ოპონენტებმა უნდა აკონტროლონ ხელისუფლება, საზოგადოებას ესენი უნდა დაეხმარონ “, – განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ივანიშვილი ტვ პირველის, იმედისა და „რუსთავი2”-ის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები