უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სერგეი არბუზოვი შეასრულებს

  უკრაინის პრემიერ- მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ვიტალი ლუკიანკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ნიკოლაი აზაროვის და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობის სხდომა 29 იანვარს გაიმართება და მას არბუზოვი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ვიქტორ იანუკოვიჩს დღეს მიმართა.
„ქვეყანაში კონფლიქტური ვითარებაა, რაც უკრაინის მთელ საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ სისხლისღვრა თავიდან აეცილებინა და ძალადობის ექსკალაცია მომხდარიყო, თუმცა აღნიშნული მდგომარეობა დამატებით მკვეთრ ნაბიჯებს საჭიროებს, იმისათვის რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს მივიღე გადაწყვეტილება და თანამდებობას ვტოვებ”,- განმარტა უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები