გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ.
როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, გოგონა სახლიდან 14:30 საათზე გავიდა და მთელი დღის განმავლობაში ოჯახმა მის კვალს ვერ მიაგნო.
მათი განცხადებით, ბავშვი ცეკვის წრეზე მიდიოდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სკოლა სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
წმინდაწყლის დასახლებაში საძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები