„ნაციონალებს“ სასჯელაღსრულებაში არსებული მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება არ გამოუვათ“

“ნაციონალური მოძრაობის“ დიდი მცდელობის მიუხედავად, რომ სასჯელაღსრულებაში არსებული მძიმე მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენონ, არაფერი გამოუვათ – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, სამი კვირის წინ იყო მცდელობა, გამოყენებული ყოფილიყო 2006 წლის ციხის ბუნტის მოდელი, რაც დროულად აღიკვეთა!
“მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის“ დიდი მცდელობისა, სასჯელაღსრულებაში არსებული მძიმე მდგომარეობა სათავისოდ გამოიყენონ, არაფერი გამოუვათ! დიახ, დამნაშავე დაისჯება, თუ ადგილი ჰქონდა პატიმრის გაყვანას საპატიმროს ტერიტორიიდან, ამაზე პასუხს აგებს უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე, ხაზინის ქურდი დარბაისელი თანამშრომლების სოციალური დაზღვევის თანხას დააბრუნებს, ზონდერები თანამდებობებს დატოვებენ და დაისჯებიან, ნარკომანები საერეაბილიტაციო კურსს გაივლიან და ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ძალოვან სტრუქტურებში. სისტემა საბოლოოდ გაიწმინდება დამნაშავეებისაგან!
P.S. სამი კვირის წინ იყო მცდელობა, გამოყენებული ყოფილიყო 2006 წლის ციხის ბუნტის მოდელი, რაც დროულად იქნა აღკვეთილი! დასკვნები თქვენთვის მომინდია!“,- წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები