“არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის”

ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის, – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს.
დავით მაღრაძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
“მინდა მოგმართოთ საქართველოს მოსახლეობას და წინასწარ გთხოვთ, რომ მომიტევოთ ამ კადნიერებისთვის. ვიცი, რომ გვაქვს საფუძველი არაერთგვაროვანი იყოს ჩვენი პოზიცია არსებული ხელისუფლების მიმართ, რაც მკაფიოდ გამოვხატე გაზეთ “კვირის პალიტრის” ახალ გამოცემაში. მიუხედავად ამისა, ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას”, – აცხადებს დათო მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები