ჯაბა სამუშია თემქელებისთვის „საზოგადოებრივი დარბაზის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა

„ქართული ოცნების“ თემქის მაჟორიტარი კანდიდატი ჯაბა სამუშია „საზოგადოებრივი დარბაზის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც, მისი თქმით, თემქის მიკრორაიონებისა და კვარტლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, მოსახლეობას კი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
„საზოგადოებრივი დარბაზის ჩამოყალიბებით თემქის მოსახლეობას მიეცემა საშუალება, აქტიური მონაწილეობა მიიღოს იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც დღეს თემქის წინაშე დგას. ინფრასტრუქტურული პროგრამები, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა, კორპუსის ამხანაგობების წინაშე არსებული პროგრამები იქნება საზოგადოებრივი დარბაზის განხილვის საგანი.
გასულმა წლებმა კარგად დაგვანახა, რომ ბიუჯეტი ხალხის ინტერესების შესაბამისად არ იხარჯებოდა. ამიტომ როგორც ხელისუფლებამ, ისე მოსახლეობამ უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ერთობლივი ზრუნვით მოხდეს ჩვენი უბნის, ქალაქისა და ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები