ედიშერ სიგუასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

მოქალაქე ედიშერ სიგუასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებისთანავე საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
“ე.ს-ს და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო. მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებისთანავე საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს”, -აცხადებენ პროკურატურაში.
ცნობისთვის, 37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები