სოფელ ეწერში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. დეპუტატის ინფორმაციით, მისი სახლიდან მხოლოდ ტელევიზორი მოიპარეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შს სამინისტრომ კი დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ სამტრედიაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, რომელთაგანაც ერთმა, 1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევმა ლ. ჭ.-მ, სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში დეპუტატის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.
„სამართალდამცველებმა სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში, ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები