ავარია გურჯაანში – BMW-ს მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა შეჯახებამდე ორჯერ შემოტრიალდა.
Speqtri.ge-ს ცნობით, შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორს “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დაღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები