უკრაინაში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

ოდესაში დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს ქართველი “კანონიერი ქურდი” მერაბ ჭეიშვილი, ე.წ ჟორჟიკიჩი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “ჟორჟიკიჩმა” უკრაინის საზღვარი დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებების კოორდინირებისა და ფულადი წყაროების გადანაწილების მიზნით, უკანონოდ გადაკვეთა.
ადგილობრივი სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჭეიშვილს სხვდასხვა მძიმე დანაშაულში მიუძღვის ბრალი, ამიტომ სახელმწიფომ მისი გაძევება და ქვეყანაში 3 წლის ვადით შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები