სოფელ ტალავერის ერთ-ერთი უბნის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად, სოფელ ტალავერში ადგილობრივ მოსახლეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამჟამად სოფელ ტალავერში საველე სამუშოებს ატარებენ, რის საფუძველზეც, დაახლოებით 1 კვირაში საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება.
პროექტის შედგენის შემდეგ უკვე გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი, რომლის დასრულებაც დაახლოებით 80-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემას საბოლოოდ მოუგვარებს.
სოფელ ტალავერის ძირითადი ნაწილი ამჟამად წყალუზრუნველყოფილია. სოფელში რამდენიმე ისტორიული წყარო და ათეულობით საუბნო ონკანია, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნულ სოფელში, სასმელი წყლის საკითხის გადასაჭრელად, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.
კერძოდ, 2013 წელს, სასმელი წყლის ორი ჭაბურღილის მოწყობა ქსელთან ერთად; 2014 წელს – სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო, სასმელი წყლის სისტემისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები; 2015 წელს – სასმელი წყალის სისტემების მოწესრიგება, ახალი ქსელისა და წყაროს მოწყობა; 2016 წელს- სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები