„რა გააკეთა ალასანიამ ქართულ ჯარში ისეთი, რომ მას ასე დაუფასდა შრომა?“

რა გააკეთა ალასანიამ ქართულ ჯარში ისეთი, რომ მას ასე დაუფასდა შრომა – ამის შესახებ ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე, სამინისტროებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით წერს.
“რიტორიკული შეკითხვა მთავრობას! საქართველოს მთავრობა მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაში იღებს 83 ათასი ლარის პრემიას თავდაცვის მინისტრი? რა გააკეთა ალასანიამ ქართულ ჯარში ისეთი, რომ მას ასე დაუფასდა შრომა? მაშინ, როდესაც ქვეყანაში გვყავს მილიონზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე და 500 ათასი დევნილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რა მორალური უფლება გააჩნია მთავრობას, რომ ასე წაახალისოს თავისი თავი?“,-წერს ოსეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები