სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

სოფელ რაჭისუბნის შიდა გზების კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე კეთილმოწყობილი გზა არ ყოფილა, ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. შესასრულებელი სამუშაოების საერთო მოცულობა 1700 გრძივი მეტრია.

სოფლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება. გზის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებული.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

“საგზაო ინფარსტრუქტურის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. უახლოეს პერიოდში სოფელ რაჭისუბნის რამდენიმე ქუჩაზე შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობა დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩებზე, სოფლის დაარსების დღიდან, არ ყოფილა ასფალტირებული გზა. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული”, განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები