იტალიაში 31 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

0

იტალიის ქალაქ ბარიში, სან-ნიკოლას ტერიტორიაზე 31 წლის, ქართველის ცხედარი იპოვეს.
იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლულია, რადგან მას სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.
ქართველი ემიგრანტების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო სამინისტროში განუცხადეს, იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართლადამცავებთან. მათივე ინფორმაციით, ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი