კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციას განახორციელებს

კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
კორეის წყლის რესურსების კორპორაცია დაინტერესებულია ჰიდროენერგეტიკული პროექტით – „ნენსკრა ჰესი“, რომელიც მდინარე ნენსკრაზე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს. კორპორაციის პრეზიდენტმა გეუნ ჩოიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 760 მილიონი აშშ დოლარია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Overseas Business Division- ის ვიცე – პრეზიდენტი ჰეიჯინ იანი, კორპორაციის ფინანსური დირექტორი ტექმან სეო, უფროსი მენეჯერი ბიანგი ქიმი, უფროსი მენეჯერი იანტაქ ჩოი, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები