„არავინ დაიჯეროს, რომ ყოფილი კგბ-შნიკები, ან ყოფილი ნაცები არსებობენ“

მოძრაობა “ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ ახალ ტაქტიკაზე საუბრობს. როგორც ბრეგაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ არსებობს, ცდილობს სახელისუფლებო და სხვა ოპოზიციური პარტიები თავისი ყოფილი აქტივისტებით გაავსოს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ არსებობს, ახალ ტაქტიკას მიმართა და ეს ტაქტიკა მარტივია – ნაცბანდა ცდილობს, თავისი ყოფილი აქტივისტებით გაავსოს სახელისუფლებო და სხვა ოპოზიციური პარტიები, რათა ამ ხერხით მოახდინოს ერთგვარი მცოცავი ანექსია, რომელიც საშუალებას მისცემს, საჭირო მომენტში აამოქმედოს ჩანერგილი აგენტურა, ანუ ნელი მოქმედების ნაღმები. არავინ დაიჯეროს, რომ არსებობენ ყოფილი კგბ-შნიკები, ან ყოფილი ნაცები, ვითომ ყოფილები ახლაც მოქმედნი არიან და მათ დასაჭერად სააკაშვილსა და მერაბიშვილს იმდენი კომპრომატი აქვთ, რომ მთელი ცხოვრება მონებად ეყოლებათ… ეს არის ჩემი გაფრთხილება ყველას მიმართ, ყველამ იცის, რომ უარგუმენტოდ და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე არასოდეს ვსაუბრობ. ურმის გადაბრუნებისთვის დაცდა კატასტროფის მომტანი იქნება“,- წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები