ქუთაისის სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის 7 მოსწავლე მოიწამლა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა 4 ბავშვი საავადმყოფოში სკოლიდან, 3 კი – სახლიდან გადაიყვანეს.
ბავშვებს თავის ტკივილი, გულის რევა და თავბრუსხვევა აღენიშნებათ.
ჯერჯერობით, ოფიციალური მიზეზი თუ რისგან მოიწამლნენ ბავშვები, ცნობილი არ არის.
ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან.