ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

იტალიის ფოჯას უნივერისტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
ფოჯას უნივერსიტეტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის „მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდეციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“ ფარგლებში განხორციელდა. კონფერენციის მიზანია ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, იტალიასთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში, იტალიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ აგრარული დარგის სპეციალისტებთან და სტუდენტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები