“როცა დადგა განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილ სააკაშვილს”

0

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს იაფფასიანი მცდელობა პარალელი გაავლოს გირგვლიანის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის და ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე იაფფასანია მცდელობა ჰქონდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იწოდება საქართველოს პრეზიდენტად“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.
„ყველას გვახსოვს რა იყო გირგვლიანის საქმე. ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა მანქანამ. ეს მკვლელობა რეჟიმმა ჩაიდინა და ბოლომდე აფარებდნენ ხელს შემსრულებლებს და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ამ ყველაფრის შეფუთვა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამაში ჩართული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიები.
„ნაცმოძრაობის“ ყველა პარტიული ტელევიზიაც ამაში იყო ჩართული. ეს იყო უმძიმესი ფაქტი და არანაირი კავშირი გირგვლიანის საქმესა და ხორავას საქმეს შორის არ არსებობს. სამწუხაროა, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო ამ იაფფასიან კამპანიაში. გირგვლიანის მკვლელობა ეს იყო მკვლელობა რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა და რეჟიმმა დააფარა ხელი ამ მკვლელობას. შეგახსენებთ, რომ როდესაც დადგა განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილს სააკაშვილს. ამას რა შეფასება უნდა მიეცეს არ ვიცი – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი