სუბელიანი ჯაფარიძეს: ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ

საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც 6 ივლისს არის ჩაწერილი. როგორც ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, ის ყველაფერზე წამსვლელია, იტყვის ტყუილს და მერე მმართველ გუნდს მოუწევს თავის მართლება, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.
„მ.ს. – სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია, ბოლომდე უნდა, ბიჭო გამწირონ? არ არის ეს სწორი… გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მათთვის, ვინ იზამდა სხვა… და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა… გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის… მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე… ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედ…ლი საქმე… მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ… ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ, ერთი ადამიანი მითხარი, რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში… წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? რადგან სარალიძე აწვებათ… სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, “ნაცებმა” ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. იცი, ძმაო ეს რას ნიშნავს?
ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია, რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ… ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ.. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან..
ვ.ჭ. – კაი ახლა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქვს, მართლა გაქვს რამე, რას თხზავ?
მ.ს. – კი, უკვე მკიდია, რას ვიტყვი, ხო ვიტყუები და მაქვს. მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი. ხალხი ხომ დაიჯერებს.. სარალიძისას იჯერებს და… ხალხს ხომ ჰგონია, რომ მაქვს, ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს”, – ნათქვამია ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები