ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის შენობა დატოვა

მთავარ პროკურატურაში პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა.

საგამოძიებო უწყებაში დეპუტატი ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე გამოიკითხა, რომელიც დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა.

გამოკითხვის შემდეგ დეპუატატი ჟურნალისტებთან მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს რამდენჯერმე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები