საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე მამაკაცი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

როგორც “კვირას”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.

“საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები