„კლოუნები საზღვრების გარეშე“- „ჩერნოვეცკის“ ფონდს გერმანელი ჯამბაზები ეწვივნენ

ცირკის გერმანელმა ჯამბაზებმა წარმოდგენები მთელი საქართველოს მასშტაბით გამართეს. ქობულეთში ყოფნის დროს, ისინი “ჩერნოვეცკის” ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლებს ეწვივნენ და მისი აღსაზრდელებიც გაახარეს.
შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების ინიციატივით მოეწყო და მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოზარდებზე. ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ მსახიობებთან ერთად ბავშვებმა ბევრი იხალისეს და დრო მხიარულ გარემოში გაატარეს.
,,კლოუნები საზღვრების გარეშე” – ეს არის ხელოვანთა ინიციატივა და იდეა, იუმორითა და სიცილით უკეთესობისკენ შეცვალოს ბავშვების ემოციური მდგომარეობა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს აღსაზრდელებსაც მიეცათ შესაძლებლობა ეზიარონ ცირკის ამ შესანიშნავ ჟანრს“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები