თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კობერიძის, კაჭარავას, ხევძმარის და გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ევდოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, ქვალონის, უფლისციხის, ლარეხის, ართვინის, ჩეჩელაშვილის, საქარის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნინო რამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის და მცხეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კონსტანტინე კაპანელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის და ანდრია აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანა კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ამილახვარის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, თბილისის ზღის მიმდებარე ტერტორიის, ვარკეთილის მეურნეობის (დიდი ლილო), თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, ბეთანიის და სამადლოს მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები