2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები იწყება

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომის ხეობაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოებს იწყებს.
სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება. ტყის აღდგენის სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება და, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები