საბურთალოს რაიონში 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

0

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ტაშკენტის ქუჩა N31-ში ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა. ლიფტი ასევე, შეკეთდა გაზაფხულის ქუჩა N13, ხვიჩიას ქუჩა N12, საირმის ქუჩა N2 კორპუსში, ცინცაძის ქუჩა N7 და ბუდაპეშტის ქუჩა N6-ში.
ლიფტების რეაბილიტაცია სულ 13 მისამართზე განხორციელდა. საირმის ქუჩა N2-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა. ამ ეტაპზე, სადარბაზო შვიდ მისამართზე გარემონტდა.
დიდ დიღომში, პეტრიწის N4 ა-სა და მე-3 მიკრორაიონის N5 კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთდა. ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია კი, იოსებიძის ქუჩა N60-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში დასრულდა.
საბურთალოს რაიონში, სახურავები სულ 30 მისამართზე შეკეთდა. კორპუსების სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები ექვს მისამართზე შესრულდა, მათ შორისაა, გოთუას ქუჩა N22“,- აცხადებენ მერიაში.
სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი