აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

აგლაძის ქუჩაზე, ხის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 800 კვ. მ. ფართობი.
ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით, 2 სახანძრო ეკიპაჟი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები