მოსთხოვს თუ არა ლალი მოროშკინა შვეიცარიას თავშესაფარს?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ თუ “პრემიამიღებული ზონდერები“ არ დააბრუნებენ საბიუჯეტო თანხებს და არ წარდგებიან სასამართლოს წინაშე, შიმშილობას დაიწყებს და და შვეიცარიას თავშესაფარს მოსთხოვს.
“დავიღალე წერილებზე პასუხის გაცემით! თურმე რა დარღვევები ფიქსირდება სასჯელაღსრულებაში, თურმე როგორ სცემენ პატიმრებს, თურმე როგორ ჰყავთ იზოლაციაში ვაჟკაცი ბიჭები, ხოლო “ნასედკებს” აგულავებენ, თურმე როგორ შედის “განგრეულ კაიფში” დარბაისელი სისტემაში, თანაც ორი იარაღით, თურმე როგორ უზის ადმინისტრაცია წილებში მოთამაშეებს, თურმე… ყველა სამართლის აღდგენას ჩემგან ელოდება! სად იყავით აქამდე? იცით, რას გეტყვით? მე ჩემი პროტესტი დავაფიქსირე სასამართლოში, შსს-ში, სახალხო დამცველთან, კახი კალაძესთან, უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან! და ისიც ვთქვი, რომ თუ პრემიამიღებული ზონდერები არ დააბრუნებენ საბიუჯეტო თანხებს და არ წარდგებიან სასამართლოს წინაშე, შიმშილობასაც გამოვაცხადებ და შვეიცარიასაც მოვთხოვ თავშესაფარს!
ჩემთან კი ნუ წუწუნებთ, გაიარეთ იგივე გზა! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“,- წერს მოროშკინა ფეისბუქის პირად გვედზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები