სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს. როგორც „კვირას“ მოძრაობის თეატრიდან აცნობეს, ფესტივალზე გამგზავრებამდე მაყურებელი „ქარიშხლის” ნახვას 12 ოქტომბერს მოძრაობის თეატრში შეძლებს.
უილიამ შექსპირის პიესა უსიტყვოდ, საჰაერო აკრობატიკის, ფიზიკური თეატრისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტების გამოყენებით თამაშდება.
შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და საქართველო მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ფესტივალზე ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარდგა.
„ქარიშხლს“ რეჟისორი იოსებ ბაკურაძე შექსპირის უკანასკნელ და ყველაზე ჯადოსნურ პიესად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები