მამუკა ბახტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი მზარდ ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის, ლოგისტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა განიხილეს ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში. მამუკა ბახტაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმები გააცნო.
საუბარი შეეხო ასევე EXPO 2020-ში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებში გაიმართება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოში საელჩოს გახსნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები