დიმიტრი ლორთქიფანიძე სომხურ დიასპორას შეხვდა

    საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე-ერთიანი ოპიოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, დღეს ავლაბარში სომხურ დიასპორას შეხვდა. მერობის კანდიდატმა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს ავლაბრის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გარნიკ სიმონიანი წარუდგინა.
„დღეს აქ წარმოდგენილი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები არიან არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ სამცხე-ჯავახეთიდან, ახალქალაქიდან, ახალციხიდან, ნინოწმინდიდან. ჩვენ შეხვედრა გვქონდა სომხურ ინტელიგენციასთან და ეს იყო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მათ ის პრიორიტეტები გავაცანით, რაც თბილისის მერიის წინაშე გამოწვევების სახით არსებობს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები