კახა კალაძე სტიქიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს

   ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
,,ჩვენმა ექიმებმა ამ ადამიანის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მე მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ძალიან რთული იყო, რაც ჩვენ დარიალის ხეობაში ვნახეთ, მაგრამ სტიქიურ უბედურებას ჰიდროჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“- განაცხადა კალაძემ.
უკრაინის მოქალაქე, რომელიც დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, დღეს გარდაიცვალა. ექიმ-რეანიმატოლოგ თეა ჯანელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
სტიქიის ზონიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ სამი დაშავებული პირი გადაიყვანეს. უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე და ასევე თურქეთის ერთი მოქალაქე კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები