ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა (ვიდეო)

   შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე , რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ შექმნილ შტაბს ხელმძღვანელობს დარიალის ხეობაში მუშაობას აგრძელებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძემ ადგილზე მეწყერის ზონაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით მდინარე დევდორაკის ხეობაში შეიქმნა რამდენიმე საგუშაგო. ხეობის ყველაზე მაღალი წერტილიდან მესაზღვრეები აკვირდებიან მეწყერსაშიშ ზონებს და საფრთხის არსებობის შემთხვევაში რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ საგუშაგოზე მყოფ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს.
შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში კოორდინირებულად აწარმოებენ საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს დამეწყრილ ტერიტორიებზე სპეციალური ტექნიკიტა და აღჭურვილობით.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Wvl0npfwcs0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები