გია გაჩეჩილაძე: ზაზა ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ის არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი
ზაზა ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ის არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, რომელიც აღორძინების კავშირით იყო პარლამენტში წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ყველაფრით დაინტერესდება და ყველაფერი გაირკვევა.
„ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ეს არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, რომელიც აღორძინების კავშირით იყო პარლამენტში წარმოდგენილი და ძალიან კარგად მახსოვს, ალბათ, ეს რუსული ხაზია. „რუსთავი 2“ მუშაობს რუსეთზე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება უმრავლესობის შეხვედრას, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ დღეს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაიმართება და სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმება.